თავში

ჯანმო: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა

ჯანმო: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა
ჯანმო: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა

მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, -  ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„გასულ კვირას, სექტემბრის შემდეგ პირველად, მსოფლიოში ახალი შემთხვევები შემცირდა, რაც ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული მძიმე ეფექტური და აუცილებელი ზომების დამსახურებაა“ , - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მიღწევას გაფრთხილება სჭირდება.

„მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით, თუ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system