თავში

ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის გამო საგანგებო სხდომას იწვევს

​ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის გამო საგანგებო სხდომას იწვევს
ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის გამო საგანგებო სხდომას იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის ეპიდემიებზე რეაგირებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორის, ტულიო დე ოლივეირას თქმით, მან ჯანმო-ს აცნობა, რომ SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომლის სახელწოდებაა B.1.1.529, ძალიან შემაშფოთებელია. ამის შემდეგ საგანგებო სხდომის ჩატარება გადაწყდა.

შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ჟენევაში გაიმართება.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში B.1.1.529-ის 77 შემთხვევა გამოვლინდა. 4 ინფიცირებულია ბოტსვანაში, ერთი - ჰონგ-კონგში (ეს ადამიანი სამხრეთ აფრიკიდან იყო ჩამოსული).

ცნობისთვის, ბრიტანელმა მეცნიერებმა COVID-ის ახალი საშიში შტამი აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system