თავში

ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის ემზადება

​ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის ემზადება
ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის ემზადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუს SARS-CoV-2-ის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპი და მან გარკვეული პროგრესი აჩვენა, მაგრამ იყო გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია”, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ერთ-ერთ პრობლემად მან დაასახელა "მონაცემებზე წვდომა, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისის მონაცემებზე".

”ახლა ჩვენ შევიმუშავეთ ამ კვლევის მეორე ეტაპი და ვთხოვთ ჩინეთს, გამოავლინოს გამჭვირვალობა”, - განაცხადა გებრეისუსმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ინფორმაციაზე, რომელის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ”პანდემიის პირველ დღეებთან” დაკავშირებით გამოითხოვა.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა დააზუსტა, SARS-CoV-2 წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპის საკითხი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან განიხილება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიების მეორე ეტაპისთვის ემზადება. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დაადგინონ, საიდან წარმოიშვა COVID-19 და საბოლოო მოხსენება 90 დღეში წარადგინონ.

ცნობისთვის, WSJ-ის ინფორმაციით, ანგარიშში, რომელიც აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ არის მომზადებული და СOVID-19-ის წარმომავლობას ეძღვნება, აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ჩინეთის ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა და ამას დამატებითი გამოძიება სჭირდება.

ამასთან, ჩინეთი ისევ უარყოფს ინფორმაციას COVID-19 ხელოვნური წარმოშობის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system