თავში

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს ნაადრევად არ მოხსნან შეზღუდვები

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს ნაადრევად არ მოხსნან შეზღუდვები
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს ნაადრევად არ მოხსნან შეზღუდვები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ნაადრევად არ მოხსნან დაწესებული შეზღუდვები. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მიმართვის თანახმად, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია ვირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს.

"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა, ნაადრევად არ მოხსნან ქვეყნებმა შეზღუდვები, რათა არ დავბრუნდეთ უკან და არ მოხდეს ვირუსის გავრცელება თავიდან. ეს იგივეა, როცა ავად ხარ და საწოლიდან ჯერ კიდევ ცუდად მყოფი ადგები და სირბილს დაიწყებ. ასეთ დროს შესაძლოა დაავადება გაგირთულდეს", - განაცხადა ჯანმოს პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system