თავში

ჯანმო-მ ბოლო 20 წლის მანძილზე სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები დაასახელა

ჯანმო-მ ბოლო 20 წლის მანძილზე სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები დაასახე
ჯანმო-მ ბოლო 20 წლის მანძილზე სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები დაასახელა

ბოლო ოცი წლის მანძილზე ადამიანები უფრო მეტად არაინფექციური დაავადებებით იღუპებიან, რომელთა შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბოა. ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩაატარა.

ჯანმო ხაზს უსვამს, რომ ასეთი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას შეუძლია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასვკნით, 2000 წელთან შედარებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში 6 წლით გაიზარდა: ახლა ის 73 წელზე მეტია, ხოლო 20 წლის წინ - დაახლოებით 67 წელს შეადგენდა. ამასთან, სიცოცხლის დამატებით ექვსი წლიდან ხუთის განმავლობაში ადამიანები ჯანმრთელები არიან.

კვლევა კორონავირუსის პანდემიამდე შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება და არ ასახავს იმას, თუ როგორ იმოქმედა COVID-19-ის გავრცელებამ ბოლო წლების ზოგად ტენდენციებზე.

მსოფლიოში სიკვდილის ძირითადი მიზეზები (2019)
1. გულის იშემიური დაავადება
2. ინსულტი
3. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
4. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ინფექციური დაავადება)
5. ნეონატალური დაავადებები (ინფექციური დაავადება)
6. ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვების კიბოები
7. ალცჰაიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები
8. დიარეა (ინფექციური დაავადება)
9. შაქრიანი დიაბეტი
10. თირკმლის დაავადება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო გაცილებით უკეთესად გაუმკლავდა ინფექციურ დაავადებებს, ვიდრე 2000 წელს.ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი და აივ/შიდსი, მსოფლიოში სიკვდილის ტოპ 10-ეულში აღარ არის, თუმცა ისინი აფრიკის, აზიისა და სხვა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სიცოცხლეს კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system