თავში

ჯანმო-მ ინდურ მუტაციასთან დაკავშირებით საფრთხის დონე გაზარდა

​ჯანმო-მ ინდურ მუტაციასთან დაკავშირებით საფრთხის დონე გაზარდა
ჯანმო-მ ინდურ მუტაციასთან დაკავშირებით საფრთხის დონე გაზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუს SARS-CoV-2-ის ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებით საფრთხის დონე გაზარდა.

"COVID-19 მუტაციამ შეშფოთება გლობალურ დონეზე გამოიწვია", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკხოვემ СNBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ინდური შტამის ახალი სტატუსი "შეშფოთების გამომწვევ ვარიანტად" დახასიათდა.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ კორონავირუსის ინდური მუტაცია SARS-CoV-2 ჰგავს ვირუსებს, რომლებიც უფრო გადამდებადაა აღიარებული, მკურნალობისა და ვაქცინების მიმართ მდგრადია. ეს გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე COVID-19– ის თავდაპირველი ვერსია", - განაცხადა თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 348,4 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 23,3 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 4205 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყანამ მორიგი ანტირეკორდი დააფიქსირა. დაღუპულთა რიცხვი 254 ათასამდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system