თავში

ჯანმო-მ ინდური ვაქცინა Covaxin გამოყენებისთვის დაამტკიცა

​ჯანმო-მ ინდური ვაქცინა Covaxin გამოყენებისთვის დაამტკიცა
ჯანმო-მ ინდური ვაქცინა Covaxin გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Covaxin გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის მიმართ 78%-ით ეფექტურია.

სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა 18 წელს გადაცილებული პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.

Covaxin კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი მიზნებით გამოყენებისთვის დაამტკიცა. ჯანმო-ს მიერ დღემდე დამტკიცებულია შემდეგი კომპანიების ვაქცინები: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson, Sinovac Biotech და Sinopharm. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system