თავში

ჯანმო-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ჯანმო-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
ჯანმო-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის რეკომენდებული ვაქცინების სიაში შეიყვანა.

ვნობისთვის, 11 მარტს, ევროკავშირის მარეგულირებელმა - ევროპის წამლის სააგენტომ (EMA),  Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, მისი გამოყენების ნებართვა ამერიკულმა მარეგულირებელმა 28 თებერვალს გასცა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ მეოთხე ვაქცინაა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.

აღნიშნული ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ ასაცრელად მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

ევროკავშირმა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 400 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

Johnson & Johnson-თან ვაქცინის მიღების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ხელისუფლებაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system