თავში

ჯანმო-მ ნაჭრის პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ჯანმო-მ ნაჭრის პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია გასცა
ჯანმო-მ ნაჭრის პირბადეების გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნაჭრის პირბადეების გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა კორონავირუსის საკითხებში მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ნაჭრის პირბადეების გამოყენება კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევაშიც ეფექტურია.

ამასთან, კერხოვემ აღნიშნა, რომ 60 წელს გადაცილებული ან/და თანმდევი დაავადებების მქონე პირებისათვის ნაჭრის პირბადის გამოყენება რეკომენდირებული არ არის და უპირატესობა სამედიცინო პირბადეებს ენიჭებათ.

ამასთან, ჯანმო-ს რეკომენდაციით ნაჭრის პირბადეები სამი ფენისგან უნდა შედგებოდეს: შიდა ფენა უნდა იყოს წყლის შემწოვი, მაგალითად, ბამბისგან დამზადებული; შუა ფენა უნდა იყოს პოლიპროპილენის ან მისი მსგავსი ფილტრაციის ფუნქციის მქონე მასალისგან დამზადებული; ხოლო გარე ფენა წყალგამძლე უნდა იყოს, მაგალითად, პოლიესტერის.

მეორე მხრივ, გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების გადაწყვეტილებით, ქუჩებში სამედიცინო პირბადის ტარებაა სავალდებულო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system