თავში

ჯანმო-მ სამხრეთ აფრიკაში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა

ჯანმო-მ სამხრეთ აფრიკაში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა
ჯანმო-მ სამხრეთ აფრიკაში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკის გაუტენგის პროვინციაში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაგზავნა, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგ ღონისძიებებს გაატარებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, გიუტენგის პროვინცია ახლა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ეპიცენტრია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფმა მისი მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში 2 დეკემბერს კორონავირუსის 11 535 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის მკვეთრი ნახტომი, რადგან 1 დეკემბერს COVID-19-ის 8561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ნოემბერს კი - 4373.

ნოემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 200-დან 300-მდე ადამიანი ინფიცირდებოდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system