თავში

ჯანმო-მ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაცია გასცა

​ჯანმო-მ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის კოვიდვაქცინის
ჯანმო-მ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებითი დოზა გაუკეთდეს ადამიანებს, ვისაც დაბალი იმუნიტეტის აქვს. ინფორმაციას Reuters ავრცელევს.

იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის განცხადებით, დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეს ადამიანებს, რომელთაც მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტი აქვთ და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტში განაცხადეს, რომ მესამე დოზა, ვინც 60 და მეტი ასაკისაა, აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აიცრნენ COVID-საწინააღმდეგო, ჩინური წარმოების ვაქცინებით - „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლის, იოაჰიმ ჰომბახის თქმით, შედეგებმა აჩვენა, რომ ჩინური ვაქცინების ორი დოზა ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში შესაბამის შედეგს არ იძლევა, ხოლო დამატებითი დოზის შეყვანა ვირუსის წინააღმდეგ ძლიერ იმუნურ პასუხს ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system