თავში

ჯანმო: მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, პანდემიასთან ბრძოლა გვიანი არასდროსაა

ჯანმო: მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, პანდემიასთან ბრძოლა გვიანი არასდ
ჯანმო: მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, პანდემიასთან ბრძოლა გვიანი არასდროსაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, პანდემიასთან ბრძოლა გვიანი არასდროს არ არის. 

მან აღნიშნა, რომ დიდი ზარილის მიუხედავად, სინათლის წერტილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვების სახით არსებობს. 

"COVID-19-ს მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი ადამიანი იტანჯება პანდემიის გამო, მაგრამ არსებობს იმედი, რომელიც გვამხნევებს და ეს ვაქცინაა", - დასძინა ჯანმო-ს დირექტორმა.

გებრეისუსმა ყველას შემართებისკენ მოუწოდა.

”მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ უნდა გავჩერდეთ, არა, ეს არის მომენტი, როდესაც ყველამ ერთად უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა გებრეისუსმა 

ჯანმო-ს დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ უნდა დაიცვას მსოფლიომ კორონავირუსისგან თავი - ხელების ხშირი დაბანა, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, თითოეულმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობაზე, ასევე აუცილებელია კორონავირუსით დაავადებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენა და მათი კარანტინში განთავსება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system