თავში

ჯანმო: მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები მესამე დღეა რეკორდულად იზრდება

ჯანმო: მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები მესამე დღეა რეკორდულად იზრდებ
ჯანმო: მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები მესამე დღეა რეკორდულად იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, უკვე მესამე დღეა, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ჯანმო-ს მონაცემებით, შაბათს, დღის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 465,319 შემთხვევა დადასტურდა, პარასკევს - 449 720, ხოლო ხუთშაბათს 437 247.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43 მილიონს უახლოვდება. პანდემიის შედეგად 1,15 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

ახალი შემთხვევების რაოდენობით ევროპის რეგიონი ლიდერობს, სადაც გასულ დღეს 221 898 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, რეგიონში 9 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system