თავში

ჯანმო: მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია

ჯანმო: მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
ჯანმო: მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება. 

ჯანმო-ს წარმომადგენელმა თურქეთში, ბატირ ბერდიკლიჩევმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი განცხადებით, ჯანმო-მ 25 ნოემბერს სპეციალური კამპანია წამოიწყო - "16 დღიანი აქტიური მოქმედება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ", რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში ჯანმო-სა და გაერო-ს ინსტიტუტები ალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ. 

”კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა მიმართ ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი იაპონიაში დაახლოებით 15 პროცენტს, ხოლო ეთიოპიასა და პერუში 70 პროცენტს შეადგენს”, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალშემოსავლიან ქვეყნებში დაახლოებით 23,2 პროცენტია, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში - 24,6 პროცენტი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში - 37 პროცენტი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 37,7 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system