თავში

ჯანმო პანდემიებთან საბრძოლველად საერთაშორისო შეთანხმების ინიციატივით გამოდის

​ჯანმო პანდემიებთან საბრძოლველად საერთაშორისო შეთანხმები
ჯანმო პანდემიებთან საბრძოლველად საერთაშორისო შეთანხმების ინიციატივით გამოდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იწყებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ, რომელიც პანდემიების პრევენციისა და კონტროლისთვის ერთობლივ მოქმედებების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც აღინიშნა, შეთანხმება 2024 წლის მაისისთვის იქნება მზად და ვირუსებსა და დაავადებებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს მოიცავს.

”ჩვენს წინაშე არსებული ტექსტი არის ფართო დისკუსიის, სამართლიანი გაცვლისა და კომპრომისის პროდუქტი”, - განაცხადა ავსტრალიის წარმომადგენელმა, სალი მანსფილდმა, რომელიც სამუშაო ჯგუფის თანახელმძღვანელი იყო.

ასეთი შეთანხმების შექმნის გადაწყვეტილებას ევროკავშირმა და აშშ-მა დაუჭირეს მხარი.

"ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რომ ერთად ვიმუშაოთ ჯანდაცვის წინსვლისთვის, რათა გლობალური ჯანდაცვის სისტემა უფრო ძლიერი და ეფექტური გავხადოთ“, - ნათქვამია გაერო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system