თავში

ჯანმო: პანდემიის დროს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

ჯანმო: პანდემიის დროს თამბაქოს მომხმარებელთა
ჯანმო: პანდემიის დროს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გლობალური პანდემიის დროს თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის პოპულარიზაცია გაიზარდა. პროდუქტის მარკეტინგმა კი, განსაკუთრებით, ბავშვებსა და მოზარდებზე იქონოა გავლენა.

ჯანმო-ს ჯანსაღი ცხოვრების პროგრამის დირექტორმა, რუდიჯერ კრეხმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, თამბაქოს მოხმარება 40 მილიონზე მეტმა მოზარდმა დაიწყო. 

“პანდემიის აღმოფხვრის პროცესს ვუმკლავდებით, მაგრამ სხვა პრობლემებიც წარმოიშვა. შესაძლოა თამბაქოს ინდუსტრიასა და მისი პოპულარიზაციის პროცესზე კონტროლი დავკარგოთ. ისინი მარკეტინგულ ხერხებს მიმართავენ, რათა ახალი თაობის წარმომადგენლები თამბაქოს მომხმარებლებად აქციონ. მწეველთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამ ადამიანების დასახმარებლად კი, საჭიროა, რომ მოწევისათვის თავის დანებების პროგრამების განვითარებას ხელი შევუწყოთ”, - განაცხადა კრეხმა. 

მწეველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მექსიკაში, ინდოეთში, იორდანიაში, ინდონეზიასა და ჩინეთში. მომხმარებელთა რიცხვი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გაიზარდა. 

"ჩვენი გუნდი ახლა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისთვის ახალ გზებსა და ტექნოლოგიებს ეძებს",- განაცხადა ჯანმო-ს თამბაქოს განყოფილების კოორდინატორმა ვინაი პრასადმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system