თავში

ჯანმო-ს 2 ექსპერტს კორონავირუსის მიზეზით ჩინეთში არ უშვებენ

​ჯანმო-ს 2 ექსპერტს კორონავირუსის მიზეზით ჩინეთში არ უშვებენ
ჯანმო-ს 2 ექსპერტს კორონავირუსის მიზეზით ჩინეთში არ უშვებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2 ექსპერტი, რომლებიც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების დასადგენად გაემგზავრნენ, ქვეყანაში არ შეუშვეს. მას შემდეგ, რაც ტესტირებამ მათ კორონავირუსი დაუდგინა, ისინი სინგაპურში ჰყავთ გაჩერებული. ჩინეთში გამგზავრებამდე დელეგაციის ყველა წევრს ტესტირება ჩაუტარდა და პასუხები უარყოფითი იყო, თუმცა საზღვარზე ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა. შეყოვნებულ სპეციალისტებს ტესტირება განმეორებით უნდა ჩაუტარონ. ჯანმო-ს სპეციალისტთა დელეგაციის დანარჩენი 13 წევრი უკვე ვუჰანში იმყოფება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დელეგაციის სინგაპურში შეყოვნებულ 2 წევრთან დაკავშირებით კითხვებზე პირდაპირი პასუხი არ გასცა. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთი მკაცრად იცავს ეპიდემიის პროფილაქტიკის წესებსა და მოთხოვნებს, ხოლო რაც შეეხება ჯანმო-ს სპეციალისტებს მათ შესაბამისი დახმარება გაეწევათ და მათთვის საჭირო პირობები იქნება შექმნილი.  

კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში აფეთქდა და მალე მსოფლიო პანდემიად იქცა. მსოფლიო ჩინეთს ინფორმაციის დამალვასა და გაყალბებაში ადანაშაულებს და მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. პეკინი ბრალდებებს უარყოფს და დასავლეთის სახელმწიფოებს დეზინფორმაციასა და ჩინეთზე ზეწოლის მცდელობაში სდებს ბრალს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system