თავში

ჯანმო-ს ექსპერტებს ჩინეთში ჩასვლის ნება დართეს 

ჯანმო-ს ექსპერტებს ჩინეთში ჩასვლის ნება დართეს 
ჯანმო-ს ექსპერტებს ჩინეთში ჩასვლის ნება დართეს 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის მიზეზების გამოსაძიებლად ჩინეთში 14 იანვარს ჩავლენ. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტი იტყობინება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი სპეციალისტები გამოძიებას ჩინელ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებენ.

მანამდე პეკინმა პირველი ვიზიტი ჩაშალა და ჯანმო-ს 2 ექსპერტი, რომლებიც უკვე ჩინეთში მიემგზავრებოდნენ, ქვეყანაში არ შეუშვა. ექსპერტებს შუა გზიდან უკან დაბრუნება მოუწიათ. გამოძების დაწყების გაჭიანურებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა იმედგაცრუება გამოთქვა. ეს ფაქტი ჩინეთმა "ოფიციალური პროცედურების პანდემიით გამოწვეული სპეციფიკით" ახსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system