თავში

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
ჯანმო-ს გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს

'COVID-19 მსოფლიოს გამოცდას უწყობს, ხოლო კაცობრიობა  სოლიდარობისა და ერთიანობის არარსებობის გამო მარცხდება' - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ასევე ისაუბრა მსოფლიოში მმართველობისა და ლიდერობის არარსებობაზეც. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში სოლიდარობის ნაკლებობაა ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, და არა კორონავირუსის ეპიდემია.  

"ჩემო მეგობრებო, ნუ შეცდებით. ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვართ, ვირუსი არ არის.

უფრო მეტიც, მთავარ საფრთხეს გლობალურ და ნაციონალურ დონეზე ლიდერობისა და სოლიდარობის ნაკლებობა წარმოადგენს... COVID-19 პანდემია არის გლობალური სოლიდარობისა და გლობალური მმართველობის გამოცდა. 

რატომ უჭირთ ადამიანებს გაერთიანება და ბრძოლა საერთო მტერთან, რომელიც ხალხს განურჩევლად კლავს? ჩვენ არ შეგვიძლია განვასხვავოთ და განვსაზღვროთ საერთო მტერი?

იმედი მაქვს, რომ არსებული კრიზისი ყველა ადამიანს შეახსენებს, რომ წინსვლის საუკეთესო და ერთადერთი გზა ერთიანობაა. ერთად ბრძოლა -  ეს არის გამოსავალი, თუ გვსურს რომ მტერი დავამარცხოთ და ვირუსი შევაჩეროთ", - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system