თავში

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი მსოფლიოს მიმართავს

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი მსოფლიოს მიმართავს
ჯანმო-ს გენერალური დირექტორი მსოფლიოს მიმართავს

'მანამ, სანამ COVID-19 გავრცელებას განაგრძობს, ყველანი რისკის ქვეს ვართ. სწორედ ამიტომ ყველას გთხოვთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, რას გავაკეთებთ, სად წავალთ და ვისთან ერთად წავალთ, ვინაიდან ამიერიდან ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია' - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მისი დარღვევით საფრთხის ქვეშ ვაყენებთ საკუთარ თავს და ჩვენს საყვარელ ადამიანებს. მისი განცხადებით, მართალია კორონავირუსის შემთხვევები ზოგ რეგიონებში მცირდება, თუმცა უსაფრთხოება კვლავ აუცილებელია.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ დაავადების აფეთქება, რომელიც ღამის კლუბებსა და სხვა სოციალურ შეკრებებს უკავშირდებოდა, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც გადაცემა აღკვეთილი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ამ ვირუსის მიმართ“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system