თავში

ჯანმო-ს ხელმძღვანელი: არავინა უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

ჯანმო-ს ხელმძღვანელი: არავინა უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნე
ჯანმო-ს ხელმძღვანელი: არავინა უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, ეს კი პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს.

მისი თქმით, COVID-19 ყველაზე მასშტაბური ლოჯისტიკური გამოწვევაა.

"მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია - არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება", - განაცხადა გებრეისუსმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ COVID-19-თან ბრძოლა კოლექტიური უნდა იყოს და საჭიროა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.

"კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ქვეყნებმა წარსულის შეცდომები არ გაიმეორონ. თავიდან უნდა ავირიდოთ ვაქცინის ნაციონალიზმი. ესაა მომავალი ვაქცინის თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი განაწილების ერთადერთი საშუალება", – აღნიშნა გებრეიესუსმა.

მან აღნიშნა, რომ ჯანმო-ს ყველა წევრს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ მოუწოდა, მრავალმხრივი ვაქცინის - COVAX-ის- შექმნის მიზნით დაწყებულ სამუშაოს შეუერთდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system