თავში

ჯანმო-ს ხელმძღვანელი COVID-19-ის ვაქცინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ჯანმო-ს ხელმძღვანელი COVID-19-ის ვაქცინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ჯანმო-ს ხელმძღვანელი COVID-19-ის ვაქცინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში, რომელზეც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე იმსჯელებენ. Global Vaccine Summit-ის ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთია. ის 4 ივნისს ონლაი-ფორმატში გაიმართება.

"მოუთმენლად ველოდები შესაძლებობას, შევუერთდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ამ ღონისძიებაში", - წერს გებრეისუსი "ტვიტერზე".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის დიდი ბრიტანეთს მადლობას უხდის და ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ქვეყნის წვლილს აღნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system