თავში

ჯანმო-ს ხელმძღვანელი კორონავირუსზე აიცრა - PHOTO

​ჯანმო-ს ხელმძღვანელი კორონავირუსზე აიცრა
ჯანმო-ს ხელმძღვანელი კორონავირუსზე აიცრა - PHOTO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა. ამის შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

”დღეს ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩემი რიგი მოვიდა. ვაქცინები გადაარჩენენ სიცოცხლეს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყველა ქვეყანას ჰქონდეს. თუ თქვენ, ჩემსავით ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ვაქცინა აქვს, გაიკეთეთ ის, როცა თქვენი ჯერი მოვა", - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system