თავში

ჯანმო: საახალწლო დღესასწაულებზე პირბადის გამოყენება აუცილებელია

ჯანმო: საახალწლო დღესასწაულებზე პირბადის გამოყენება აუცილებელია
ჯანმო: საახალწლო დღესასწაულებზე პირბადის გამოყენება აუცილებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თუ ევროპაში ადამიანები მთელი სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ოჯახებთან ერთად პირბადეს არ ატარებენ და სხვა რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, COVID-19-ის მესამე ტალღა დაფიქსირდება.

ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, სადღესასწაულო პერიოდში შეზღუდვები შეამსუბუქა, რაც საშუალებას აძლევს მრავალ ოჯახს, ერთად აღნიშნონ დღესასწაულები.

,,2021 წლის პირველ კვირებსა და თვეებში COVID-19-ის კიდევ უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდება. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, თუკი ამ პრევენციაში წარმატებას მივაღწევთ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოხუცებისა და ახალგაზრდების ერთად ყოფნა საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. მათ ასევე დასძინეს, რომ თუ შესაძლებელია, ყველანაირი შეკრება გარეთ უნდა განხორციელდეს, მაგრამ თუ ადამიანები შენობაში შეიკრიბებიან, მათ უნდა დაიცვან დაწესებული რეკომენდაციები, როგორიცაა ჰაერის ვენტილაცია და ადამიანების რაოდენობის შემცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system