თავში

ჯანმო: საფრანგეთში COVID-19-ის ადრეული შემთხვევა გასაკვირი არაა

ჯანმო: საფრანგეთში COVID-19-ის ადრეული შემთხვევა გასაკვირი არაა
ჯანმო: საფრანგეთში COVID-19-ის ადრეული შემთხვევა გასაკვირი არაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისთვის კორონავირუსის შემთხვევის 2019 წლის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის საფრანგეთში. ორგანიზაციის თქმით, გამორიცხული არ არის, დაავადება მანამადე გავრცელებულიყო, ვიდრე ექიმები და ხელისუფლება ამას ვარაუდობდა და ეს ოფიციალურად დაფიქსირდა.

ჯანმო-ს პრესსპიკერის, ქრისტიან ლინდმეიერის განცხადებით, გამორიცხული არ არის, კიდევ უფრო ადრეული შემთხვევები იქნეს აღმოჩენილი. ლინდმაიერმა ქვეყნებს 2019 წლის პნევმონიან ავადმყოფთა ისტორიების გადამოწმებისა და მათი მასალების ხელახლა ტესტირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის.

საფრანგეთის ჰოსპიტალმა 2019 წლის დეკემბერში პნევმონიის დიაგნოზით პაციენტების მასალებზე ტესტირება ხელახლა ჩაატარა. აღმოჩდა, რომ ერთ-ერთ მამაკაცს კორონავირუსი 27 დეკემბერს უკვე ჰქონდა. ეს კი საფრანგეთში კორონავირუსის პირველ შემთხვევის ოფიციალურად გამოვლენამდე ზუსტად ერთი თვით ადრე მოხდა.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system