თავში

ჯანმო: სანტა კლაუსს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს

ჯანმო: სანტა კლაუსს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს
ჯანმო: სანტა კლაუსს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს

სანტა კლაუსს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს და წელს ის საჩუქრებს ისევ შეუფერხებლად დაარიგებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო დაავადებების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იზიარებს ბავშვების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ "სანტა კლაუსი, როგორც ასაკოვანი მამაკაცი, რისკ ჯგუფში შედის".

"თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სანტა კლაუსს ამ ვირუსისადმი იმუნიტეტი აქვს. ჩვენ მას ვესაუბრეთ, ის კარგადაა. მისის კლაუსიც კარგადაა", -განაცხადა კერკხოვემ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებმა სანტასთან სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და მშობლებს ჰიგიენის საკითხებში დაუჯერონ.

ამასთან, ბავშვების წუხილს იწვევდა ასევე ის ფაქტიც, რომ ბევრ ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა მედია წერს, რომ ეს შეზღუდვა სანტა კლაუსს და მის დამხმარეებს არ ეხებათ, რადგან მათ სპეციალური საშვები აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system