თავში

ჯანმო: წაულების COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი 6 ქვეყანაში ფიქსირდება

ჯანმო: წაულების COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი 6 ქვეყანაში ფიქსირდება
ჯანმო: წაულების COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი 6 ქვეყანაში ფიქსირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დანიის გარდა, წაულების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი კიდევ 5 ქვეყანაში ფიქსირდება. 

”დღეისათვის  წაულების ინფიცირების ფაქტი ექვსმა ქვეყანამ, კერძოდ, დანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, იტალიამ და შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირეს", - ნათქვამია ჯანმო-ს მოხსენებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ძირითადად ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტის საშუალებით ვრცელდება, თუმცა "არსებობს ადამიანებსა და ცხოველებს შორის გადაცემის მაგალითებიც". ჯანმო-ს მონაცემებით, წაულები "ინფიცირდებიან კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისგან". 

"წაულებს შეუძლიათ SARS-CoV-2–ის რეზერვუარები გახდნენ, რაც საფრთხეს უქმნის ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე მარტივად გადაცემას", - განმარტავენ ჯანმო-ში.

ექსპერტები განმარტავენ, რომ წაულებიდან ადამიანის ინფიცირების შემთხვევების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა. ამ დროისთვის სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მუტაციებს. ამასთან, წინასწარი გამოკვლევების თანახმად, მუტაციამ როგორც წაულებში, ასევე ადამიანებში გამოიწვია ანტისხეულების ზომიერი შემცირება. 

მას შემდეგ, რაც დანიაში წაულებში კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ცხოველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დახოცავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system