თავში

ჯანმო ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ჯანმო ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
ჯანმო ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ახალი კორონავირუსის საწინღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე მზად არ იქნება, - ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

"კარგი ამბავი ისაა, რომ მკვლევარები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ. ჩვენ 100 სხვადასხვა ჯგუფი გვყავს, რომელიც მუშაობს, თუმცა პროცესი დროს საჭიროებს. საუბარია უსაფრთხოებაზეც", - განაცხადა მან.

ჰარისის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი - ვაქცინა ანტისხეულების სტიმულაციას ახდენს, რომელიც ვირუსისგან მასთან შეჯახების დროს იცავს, ამიტომ საჭიროა დადგენა, აქვს თუ არა მას გვერდითი მოვლენები. მეორე - როგორ წარიმართება ვაქცინის წარმოება, გავრცელება და ადამიანების წვდომა იქნება თუ არა უზრუნველყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system