თავში

ჯანმო: ვაქცინაცია 80 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა

ჯანმო: ვაქცინაცია 80 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა
ჯანმო: ვაქცინაცია 80 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაცია 1 წლამდე ასაკის 80-მა მილიონმა ბავშვმა გამოტოვა.

ამის შესახებ,  ერთობლივი განცხადება UNICEF-მა, ვაქცინაციის ინიციატივის ჯგუფმა Gavi-მ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და Sabin Vaccine institute-მა გააკეთა. 

“ერთი მომაკვდინებელი დაავადება მეორეთი არ უნდა ჩავანაცვლოთ”, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორმა.

ჯანმომ ქვეყნებს მაგალითი შესთავაზა, პანდემიის პერიოდში როგორ უნდა ჩაატარონ უსაფრთხო ვაქცინაცია.

“ყველაზე საყურადღებო, რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ადამიანები იმუნიზაციის ჩატარებას თავს არიდებენ"-,განაცხადა ჯანმო-ს ვაქცინაციის დირექტორმა, დოქტორმა ქეით ო’ბრაიენმა. 

მათივე განმარტებით, ვაქცინაციის პროცესს ხელს ისიც უშლის, რომ ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებოდნენ, ახლა კორონავირუსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი. 

”Covid-19-ის პანდემიის გამო, იმუნიზაციის პროგრამების შეფერხება და მთელი რიგი დაავადებების საპროფილაქტიკოდ ვაქცინაციის შეწყვეტა, ათწლეულების პროგრესსუქმნის საფრთხეს. მაგალითად ისეთი დაავადების პროფილაქტიკაზე უარის თქმა, როგორიც წითელაა,” - ნათქვამია ჯანმო-ს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system