თავში

ჯანმო: ვარჯიშის დროს პირბადის გამოყენება დაუშვებელია

ჯანმო: ვარჯიშის დროს პირბადის გამოყენება დაუშვებელია
ჯანმო: ვარჯიშის დროს პირბადის გამოყენება დაუშვებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გირჩევთ, ვარჯიშის დროს პირბადე არ გამოიყენოთ, რადგან ეს კომფორტულად სუნთქვის შესაძლებლობას ამცირებს. 

გარდა ამისა, ოფლის გამოყოფის შედეგად ნიღაბი სველდება, რაც სუნთქვას ართულებს და ხელს უწყობს პირბადეზე არსებული მიკროორგანიზმების გამრავლებას. შესაბამისი განცხადება  ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვარჯიშის დროს ვირუსის გადების თავიდან აცილების მიზნით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება, მინიმუმ ერთი მეტრით. 

ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ სამედიცინო ნიღბების ხანგრძლივი მოხმარება არ იწვევს CO2 მოწამვლას და ჟანგბადის ნაკლებობას, თუმცა აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში ნიღაბი რამდენჯერმე შევცვალოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system