თავში

ჯანმო ვიდეო რეკომენდაციას აქვეყნებს - VIDEO

ჯანმო ვიდეო რეკომენდაციას აქვეყნებს - VIDEO
ჯანმო  ვიდეო რეკომენდაციას აქვეყნებს - VIDEO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინში ყოფნისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სახელმძღვანელო წესებს აქვეყნებს. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო ვიდეოში აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში, კარანტინში გადაყვანამ, შესაძლოა, პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს თუმცა ეს ნორმალურია და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ.

"გამოიყენეთ ეს დრო საკუთარ თავზე ზრუნვისათვის. ეკონტაქტეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს, უყურეთ ფილმებს, წაიკითხეთ წიგნები, ივარჯიშეთ, დაკავდით ხელსაქმით, დაიწყეთ იმის კეთება, რისთვისაც წარსულში დროს ვერასოდეს პოულობდით", - ნათქვამია ჯანმო-ს მიმართვაში. ორგანიზაცია კარანტინში მყოფ პირებს მოუწოდებს, გარეთ არ გავიდნენ და საჭირო პროდუქტების მოტანა ახლობლებს დააბარონ, ან მიტანის სერვისით ისარგებლონ. ამასთან, ვიდეოში აღნიშნულია, რომ კარანტინში ყოფნის პერიოდშიც აუცილებელია, მუდმივად ვიზრუნოთ პირად ჰიგიენაზე და გავანიავოთ ჩვენი ოთახი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system