თავში

ჯანმო: ვიეტნამის კორონავირუსი სხვა შტამებისგან არ განსხვავდება

ჯანმო: ვიეტნამის კორონავირუსი სხვა შტამებისგან არ განსხვავდება
ჯანმო: ვიეტნამის კორონავირუსი სხვა შტამებისგან არ განსხვავდება

ვიეტნამში გავრცელებული კორონავირუსის შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ქვეყანაში მისი წარმომადგენლის, კიდონ პარკის თქმით, ეს შტამი სხვა ქვეყნებში გავრცელებული შტამებისგან არაფრით განსხვავდება და არავითარ განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს.

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიეტნამში 15 033 ადამიანი კარანტინში მოათავსეს. მიზეზი ქალაქ დანანგეში COVID-19-ის აფეთქებაა. ამასთან, მედიკოსები ამბობენ, რომ ამჟამად ვიეტნამში COVID-19-ის ახალი ტიპი ფიგურირებს, რომელიც მანამდე გავრცელებული არ იყო. ვიეტნამის ხელისუფლებამ დანანგიდან ტურისტების ევაკუაცია მოახდინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system