
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსის პოლიტიზირება დაუშვებელი და არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ვაშინგტონის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის 3 თვიანი პანდემიის ფონზე მისი მისამართით არა ერთი კრიტიკა, სიტყვიერი თავდასხმა და მუქარაც კი იყო გამოთქმული. გებრეიესუსის თქმით, მას არ ადარდებს პერსონალურად მისი მისამართით თავდასხმები, თუმცა გლობალური პანდემიის ფონზე, როდესაც 85000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, საკითხის პოლიტიზირება და ვირუსით პოლიტიკური ქულების დაწერა დაუშვებელია.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კარონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობა გააკრიტიკა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი