
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.
"ჩვენი შეფასებით, COVID19 შეიძლება დავახასიათოთ, როგორც პანდემია", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადაჰნომ გებრეისუსმა ბრიფინგზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების თანახმად, პანდემია - ახალი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაა. მაგალითად, გრიპის პანდემია მაშინ ხდება, როდესაც ახალი ვირუსი ჩნდება, რომლის მიმართ იმუნიტეტი უმეტეს ადამიანებს არ აქვს და ის მთელს მსოფლიოში ვრცელდება.
გებრეისუსმა თავად ტერმინ პანდემიაზეც ისაუბრა.
"პანდემია ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც ქარაფშუტულად, ან უდიერად უნდა გამოვიყენოთ. ეს სიტყვაა, რომელსაც, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, უსაფუძვლო შიშისა და იმის უსაფუძვლო აღიარება შეიძლება მოჰყვეს, რომ ბრძოლა დასრულებულია. ამას კი ტანჯვასა და სიკვდილამდე მივყავართ, რაც არავის უნდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში და კვირებში, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. გაფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, რომელშიც COVID-19 დაფიქსირდა. ამ დროისთვის ასეთი 114 ქვეყანაა.
"ჩვენ მანამდე არასოდეს გვქონია შეხება პანდემიასთან, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია", - განაცხადა გებრეისუსმა.
"Thousands more are fighting for their lives in hospitals.
— World Health Organization (WHO) (@WHO) March 11, 2020
In the days and weeks ahead, we expect to see the number of #COVID19 cases, the number of deaths, and the number of affected countries climb even higher"-@DrTedros #coronavirus