თავში

ჯანმომ კორონავირუსის სავარაუდო პირველწყარო დაასახელა

​ჯანმომ კორონავირუსის სავარაუდო პირველწყარო დაასახელა
ჯანმომ კორონავირუსის სავარაუდო პირველწყარო დაასახელა

COVID-19-ის პირველწყარო ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია, თუმცა სავარაუდოდ, ის ღამურებისგან ადამიანს შუამავალი რგოლით გადაედო. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფადელა ჩაიბმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ცნობები მეტყველებს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა.

"ის არ შეუქმნიათ, ლაბორატოტიებში მასზე მანიპულაციები არ განხორციელებულა. ყველაზე სავარაუდო ისაა, რომ მისი ეკოლოგიური რეზერვუარი ღამურებია. თუმცა საჭიროა დადგინდეს, როგორ გადავიდა ვირუსი ღამურიდან ადამიანზე. აშკარაა, რომ არსებობს შუამავალი მატარებელი, რომელმაც ეს დაავადება ადამიანს გადასც", - განაცხადა მან.

ჩაიბის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვა ქვეყნებთან მუშაობს, რათა COVID-19-ს ბუნება დადგინდეს. ამ მიზნით რამდენიმე საექსპერტო ჯგუფი შეიქმნა.

"ამ მომენტისთვის ჩვენ ვირუსის წარმომავლობაზე არაფერი ვიცით. კონცენტრაცია ფაქტებზე, და არა თეორიებზე უნდა მოვახდინოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამეცნიერო ორგანიზაციაა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვირუს ცხოველური წარმოშობა აქვს", - აცხადებს ის.

ჩაიბმა აღნიშნა, რომ ახალი ვირუსების 70%, მათ შორის ებოლა, ჭირი და კორონავირუსი, ცხოველური წამოშობისაა. 

შეგახსენებთ, რომ სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს, განცხადებას იმის შესახებ, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული.

მეცნიერების ნაწილი მონტანიეს აზრს იზიარებს, ნაწილი კი ამას დაუსაბუთებელ ვერსიას უწოდებს და არ იზიარებს.

საკუთარი მოსაზრება კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ნობელის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დევიდ ბალტიმორმა გააზიარა. პროფესორი თვლის, რომ ბიოლოგიურად აივ და SARS-CoV-2 ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს განეკუთვნება.

ავსტრალიელი ექსპერტები კი თვლიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ხელოვნურად ვერ შეიქმნებოდა.

ამასთან მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system