თავში

ჯანმოს ხელმძღვანელი: სინათლის სხივი გამოჩნდა

ჯანმოს ხელმძღვანელი: სინათლის სხივი გამოჩნდა
ჯანმოს ხელმძღვანელი: სინათლის სხივი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განაცხადებით, არსებობს შანსი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, , მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

„მსოფლიო იტანჯება, თუმცა სინათლის სხივები გამოჩნდა. კორონავირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინა შემუშავების ფინალურ სტადიაზეა. ვაქცინის დოზები იმ იმედით წარმოებს, რომ ის საბოლოოდ დამტკიცდება. 

არსებობს შანსი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კოორდინაცია უზრუნველყოფს ვაქცინის განაწილებას მათთვის, ვისაც იგი ყველაზე მეტად სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system