თავში

ჯარისკაცი, რომელმაც ტაილანდში 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

ჯარისკაცი, რომელმაც ტაილანდში 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია
ჯარისკაცი, რომელმაც ტაილანდში 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

ტაილანდის პრემიერ მინისტრის, გენერალ პრაუტ ჩან-ოჩას განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციამ დამნაშავე სამხედრო პირი მოკლა. სროლის დროს დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის თავად დამნაშავეც. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

დამნაშავის ლიკვიდაციის ფაქტი ტაილანდის ეროვნული პოლიციის მთავარი განყოფილების უფროსმა, გენერალ ჩაქიპ ჩაიჩინდამაც დაადასტურა.

”ოპერაცია დასრულებულია, დამნაშავე ლიკვიდირებულია,” - განაცხადა გენერალმა ჩაქიპ ჩაიჩინდამ. მას საქმის სხვა დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ტაილანდში, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ნახონ რატჩასიმაში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, ხოლო 57 დაშავდა.

როგორც ადგილობრივი გამოცემების იუწყებიან, ჯარისკაცმა შეიარაღებული ჯიპი HamVee ახლომდებარე განყოფილებიდან გაიტაცა, შემდგომ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

ტაილანდის პრემიერ მინისტრმა, გენერალმა პრაუტ ჩან-ოჩამ პრესკონფერენციის დროს დამნაშავის მოტივზეც ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, სამხედრო პირის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივს უძრავი ქონების გაყიდვა წარმოადგენდა, რამაც მასა და მის კოლეგებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, დამნაშავემ ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ შურისძიებას გეგმავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system