თავში

ნარკობარონმა "ელ ჩაპომ“ ჰონდურასის პრეზიდენტი მილიონ დოლარად მოისყიდა

ნარკობარონმა "ელ ჩაპომ“ ჰონდურასის პრეზიდენტი მილიონ დოლარად მოისყიდა
ნარკობარონმა ელ ჩაპომ“ ჰონდურასის პრეზიდენტი მილიონ დოლარად მოისყიდა

აშშ-ში, ნიუ-იორკში ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეზე დაკავებული ხუან ანტონიო ჰერნანდესის სასამართლო პროცესი გრძელდება. ანტონიო, იგივე ტონი ჰერნანდესი, ჰონდურასის პრეზიდენტის, ორლანდო ჰერნანდესის ძმაა. საქმის პროკურორის, ჯეისონ რიჩმენის განცხადებით, ნარკობარონმა ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანმა 1 მილიონი ამერიკული დოლარი პრეზიდენტის ძმას, ანტონიო ჰერნანდესს პრეზიდენტის მოსასყიდად პირადად გადასცა. პრეზიდენტის ძმა ქრთამის აღებას კატეგორიულად უარყოფს.

საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი, ხოაკინ გუსმან ლოერა, მეტსახელად „ელ ჩაპო“ წლების განმავლობაში მექსიკაში უმსხვილეს კრიმინალურ დაჯგუფებას და ნარკოკარტელს „სინალოას“ ხელმძღვანელობდა. ის პირველად 2014 წელს დააკავეს, თუმცა მექსიკის ციხიდან გაქცევა მოახერხა. ნარკობარონი მეორედ 2015 წელს დააპატიმრეს. 2017 წლის იანვარში კი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ყოფნის ბოლო დღეს, მექსიკის ხელისუფლებამ იგი აშშ-სგადასცა. გუსმანს ბრალად ედება ამერიკის ტერიტორიაზე კოკაინის შეტანა-გავრცელება, ორგანიზებულ მკვლელობები და იარაღით უკანონო ვაჭრობა.

პროკურორმა ჯეისონ რიჩმენმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ტონი ჰერნანდესი საკუთარ კავშირებს ხელისუფლებაში, ამერიკის საზღვარზე, ჰონდურასის გავლით, კოკაინის გატანის მიზნით ბოროტად იყენებდა. პროკურორის თქმით, ტონი ჰერნანდესი პრეზიდენტი ძმის გავლენისა და ძალაუფლების გამო ქვეყანაში ხელშეუხებელია. შესაბამისად, ჰონდურასში სასამართლოს წინაშე იგი არასოდეს წარდგებოდა.

ხუან ანტონიო ჰერნანდესი ნარკოტიკების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს მაიამიში გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ადოკატები აცხადებენ, რომ ჰერნანდესის დასადანაშაულებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეში, თავად პრეზიდენტი ორლანდო ჰერნანდესიც დასახელებული იყო, როგორც თანამონაწილე, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. პროკურორების მტკიცებით, ორლანდო ჰერნანდესმა ნარკოდილერების ხელშეწყობით 1,5 მილიონი დოლარი მოიგო და 2013 წელს პრეზიდენტი სწორედ ამ ფულის წყალობით გახდა. 2017 წელს მან  ეს პოსტი,კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ისევ დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system