თავში

ჯასტინ ტიმბერლეიკი ცოლს ღალატობს?

ჯასტინ ტიმბერლეიკი ცოლს ღალატობს?
ჯასტინ ტიმბერლეიკი ცოლს ღალატობს?

პოპულარული მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ალიშა ვაინვრაითი, ახალ ორლეანსში ერთად მეორედ დააფიქსირეს. გასულ კვირას ისინი ღამით ხელიხელ ჩაკიდებულები ქუჩაში დაინახეს, ხოლო ამჯერად, მსახიობები ფილმ "Palmer-ის" გადასაღებ მოედანზე შენიშნეს. 

ფილმის სიუჟეტში ჯასტინი მსჯავრდებულის როლს ასრულებს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და რომანს იწყებს მასწავლებელთან. დიახ, ამ მასწავლებლის როლში კი, ნამდვილად ვეინვრაითია. 

30 წლის ალიშამ გადასაღებ მოედანზე, ტრეილერი დატოვა და ტელეფონზე საუბრობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, იგივე სატრანსპორტო საშუალებიდან ჯასტინი გამოვიდა. პაპარაცების მიერ გადაღებულ სურათებს გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

ჯასტინ ტიმბერლეიკი მსახიობ ჯესიკა ბეილზეა დაქორწინებული. წყვილი 2012 წელს შეუღლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system