თავში

ჯასტინ ტრიუდო კათოლიკური ეკლესიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჯასტინ ტრიუდო კათოლიკური ეკლესიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ჯასტინ ტრიუდო კათოლიკური ეკლესიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

კანადის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია კათოლიკური ეკლესიის პოზიციით, რომელიც მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს.

ჯასტინ ტრიუდო ეკლესიას ბავშვთა სკოლა-პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

"პირადად პაპ ფრანცისკეს ვთხოვე, მოეხადათ ბოდიში, აენაზღაურებინათ ზარალი და დოკუმენტები გაესაჯაროვებინათ. ჩვენ კვლავ ვხედავთ წინააღმდეგობას ეკლესიის მხრიდან.  ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება, კერძოდ კი კათოლიკებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნაში ცხოვრობენ, მიმართონ ეპისკოპოსებს, კარდინალებს, მივახვედროთ ისინი, რომ ეკლესია აიღებს პასუხისმგებლობას და აღიარებს მათ წვლილს მომხდარში," - განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

ცნობისთვის, კანადაში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის, Kamloops Indian Residential School-ის მახლობლად 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system