თავში

ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

​ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება
ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად კოსმოსში გაფრინდება

ამერიკული კომპანია Amazon-ის გენერალური დირექტორი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ძმასთან ერთად 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება. ამის შესახებ ის "Instagram-ში" წერს.

"კოსმოსში გაფრენაზე ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად ამ მოგზაურობას შევასრულებ", - წერს ის.

დაგეგმილი გაფრენის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომპანია Blue Origin საკმაოდ მძლავრი აერო-კოსმოსური სააგენტოა, რომელიც ილონ მასკის პროექტებს უწევს კონკურენციას. ასევე, ჯეფ ბეზოსი, ასტრონავტებს მთვარეზე სამოგზაუროდ საკუთარ - Blue Moon კონტრაქტს სთავაზობს. გაფრენა 2024 წლისთვის იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system