თავში

ჯეი ჯეი აბრამსი ეკრანებზე ჯონ კონსტანტინს დააბრუნებს

​ჯეი ჯეი აბრამსი ეკრანებზე ჯონ კონსტანტინს დააბრუნებს
ჯეი ჯეი აბრამსი ეკრანებზე ჯონ კონსტანტინს დააბრუნებს

კინოსტუდია Warner Bros. ჯონ კონსტანტინზე ახალი სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაციის გამოშვებას გეგმავს. გამოცემა Comic Book წერს, რომ ფილმზე ცნობილი პროდიუსერი ჯეი ჯეი აბრამსიც იმუშავებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ის Marvel-ის კინოსამყაროს მსგავსი მასშტაბური პროექტის ნაწილი იქნება, რომლის დაგვირგვინება სამართლიანობის ბნელი ლიგის შესახებ გადაღებული ფილმი გახდება. თავად სტუდია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჯონ კონსტანტინის ისტორია ეკრანებზე რამდენჯერმე განსახიერდა. 2005 წელს მისი როლი ფოლმში "კონსტანტინ: წყვდიადის მგრძანებელი" ჯიანუ რივზმა შეასრულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system