
რეპერი შონ კარტერი, რომლის ფსევდონიმია Jay-Z, 15 და 16 ნოემბერს საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ემზადება, რომლის ორგანიზატორია მისი ფონდი Shawn Carter Foundation.
სტუმრებს მოსაწვევები უკვე გაუგზავნეს, ორმა კი გამორჩეული „მოსაწვევი მიიღო“.
პროდიუსერმა Swizz Beatz-მა და რეპერმა Meek Mill-მა „ინსტაგრამზე“ 40,000 აშშ დოლარად შეფასებული "როლექსის" ფირმის საათების სურათები ატვირთეს და დაწერეს, რომ ასეთი „მოსაწვევები“ Jay-Z-სგან მიიღეს.
"ჯეი ზიმ მოსაწვევების კულტურა ახალ საფეხურზე გადაიყვანა", - დაწერა სვიზმა ინსტაგრამზე.

"ჯეი ზიმ ეს საათი VIP მოსაწვევის სახით გამომიგზავნა. მდიდრების ქმედებები კონტროლიდან გადის, არ ვხუმრობ", - წერს Meek Mill.

სოციალურ ქსელებში Jay-Z ასეთ საქციელს დიდი კრიტიკა მოჰყვა.