თავში

ჯეიჰუნ ბაირამოვი სტივენ ბიგანს ტელეფონით ესაუბრა

​ჯეიჰუნ ბაირამოვი სტივენ ბიგანს ტელეფონით ესაუბრა
ჯეიჰუნ ბაირამოვი სტივენ ბიგანს ტელეფონით ესაუბრა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივენ ბიგანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაირამოვმა კოლეგას ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

"მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ სომხეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაცია სიტუაციის განზრახ გამწვავებისკენაა მიმართული და აჩვენებს, რომ ამ ქვეყანას სამხედრო მოქმედებების გაფართოვება სურს", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს სტივენ ბიგანმა რეგიონში დაძაბულობის მატებისა და საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფიის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა და კდიალოგის მნიშვნელობას იდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ბაირამოვმა ხაზი გაუხსნა, რომ სომხეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები უნდა დაიცვას, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნები შეასრულოს და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system