თავში

ჯეიჰუნ ბაირამოვნი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ჯეიჰუნ ბაირამოვნი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა
ჯეიჰუნ ბაირამოვნი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვმა თანათავმჯდომარეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  სომხურმა მხარემ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორჯერ დაარღვია და მიზანმიმართულად აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლების, კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანათავმჯდომარეებს განუცხადა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობას კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა არ სურს. ბაირამოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა ეს ნაბიჯი და განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს სომხური მხარის დესტრუქციულ პოლიტიკას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system