თავში

ჯეიმი ფოქსის ქალიშვილმა მამაზე სერიალი გადაიღო

ჯეიმი ფოქსის ქალიშვილმა მამაზე სერიალი გადაიღო
ჯეიმი ფოქსის ქალიშვილმა მამაზე სერიალი გადაიღო

"ოსკარის" პრემიის ლაურეატის, ჯეიმი ფოქსის 25 წლის ქალიშვილი კორინ ფოქსმა მამამისის შესახებ კომედიურ სერიალი გადაიღო. შოუს სახელად Dad Stop Embarrassing Me მეორე აღმასრულებელი პროდიუსერი თავად მსახიობია. მან თავად ითამაშა მასში, ხოლო კაილა დრიუ 15 წლის კორინის როლში გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა WWD წერს.

"მე ვფიქრობ, რომ სახელი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. მამაჩემს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის არის ექსპრესიული, ხმაურიანი. ბედნიერი, რაც შესანიშნავია მსახიობისთვის, მაგრამ თინეიჯერი გოგონას მამისთვის ეს, შესაძლოა, არც ისე კარგი იყოს", - თქვა კორინ ფოქსმა.

სერიალი კორინის მოგონებებსა და დღიურებს ემყარება. სერიალის რვავე ეპიზოდი Netflix-ის სტრიმინგის სერვისზეა ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system