თავში

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა შემოდგომამდე გადაიდო

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა შემოდგომამდე გადაიდო
ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის პრემიერა შემოდგომამდე გადაიდო

ჯეიმს ბონდის შესახებ ახალი ფილმის "სიკვდილის დრო არ არის" პრემიერის თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამჯერად ფილმი 2021 წლის 8 ოქტომბრისთვის გადაიდო.

თავდაპირველად ფილმი 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

ინგლისელი დენიელ კრეიგი უკანასკნელად დაუბრუნდა ლეგენდარული საიდუმლო აგენტის როლს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ლეა სედუ, რეიფ ფაინზი, ჯეფრი რაითი, ბენ უიშო, ანა დე არმასი და რამი მარეკი. მისი რეჟისორია ქერი ფუკუნაგა. მთავარი სიმღერის ავტორი ბილი აილიში, ხოლო დანარჩენი საუნდრეკების ავტორი ჰანს ზიმერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system