თავში

ჯეიმს კამერონი კარანტინში იმყოფება

​ჯეიმს კამერონი კარანტინში იმყოფება
ჯეიმს კამერონი კარანტინში იმყოფება

პროდიუსერი ჯონ ლანდაუ და რეჟისორი ჯეიმს კამერონი, რომლებიც ახალ ზელანდიაში "ავატარის" გაგრძელების გადასაღებად ჩავიდნენ, 14-დღიან კარანტინში იმყოფებიან. ამის შესახებ ლანდაუ "Instagram-ზე" წერს.

"მივაღწიეთ ახალ ზელანდიამდე. ახლა ჩვენი 14-დღიანი კარანტინი იწყება", - აცხადებს ლანდაუ.

"ავატარის" გაგრძელების გადაღება აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესი გადაიდო. ახალ ზელანდიაში COVID-19-ის გავრცელება შემცირდა, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

პროექტის ავტორები "ავატარის" რამდენიმე "სიქველის" გადაღებას გეგმავენ. მოვლენები პირველ სურათში აღწერილი პერიოდიდან რამდენიმე წელიწადში ვითარდება.

სიუჟეტის მიხედვით, ჯეიკს და ნეიტირის ქალიშვილი უჩნდებათ. ოჯახს სახლის მიტოვება და პანდორის შორეულ კუთხეებში მოგზაურობა უწევს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system