თავში

ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი SPIN OFF SHOW-ში მონაწილეობას განიხილავენ

ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი SPIN OFF SHOW-ში მონაწილეობას განიხილავენ
ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი SPIN OFF SHOW-ში მონაწილეობას განიხილავენ

ამერიკელი მსახიობები ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი SPIN OFF SHOW-ში მონაწილეობას განიხილავენ, რომელიც მოიცავს მათ ორ პერსონაჟს, რეიჩელსა და მონიკას. ამის შესახებ Mirror წერს.

დუეტი სერიალ "მეგობრებში" მონაწილეობის შემდეგადაც ახლო მეგობრებად რჩება.

”ლოკდაუნმა ჯენისა და კორტნiს ასწავლა, რომ მათ ერთმანეთის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ, რომ მათ ერთად თითქმის ყველაფრის განხორციელება შეუძლიათ. ჯენი და კორტნი ერთმანეთისთვის თავს ყველაზე ახლობლად გრძნობენ და სურთ, რომ სერიალ მეგობრების დანარჩენი მსახიობებიც გააერთიანონ ამ შოუში", - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯენი და კორტნი აღფრთოვანებულები არიან, რომ ერთად მუშაობენ ზოგიერთ პროფესიონალურ პროექტზე, ისინი ასევე მჭიდროდ მეგობრობენ და ერთმანეთის პირად საქმიანობას მხარს უჭერენ.

"მსახიობებმა თქვეს, რომ თუ სხვებს არ სურთ რაიმეს გაკეთება ერთჯერადი გაერთიანების ეპიზოდის შემდეგ, მაშინ ისინი განიხილავენ SPIN OFF-ს, რაც ორივესთვის საინტერესოა", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯენიფერმა და კორტენიმ მჭიდრო მეგობრობა შეინარჩუნეს მას შემდეგაც, როდესაც სერიალი მეგობრები 2004 წელს დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system