თავში

ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკს დაუბრუნდა?

​ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკს დაუბრუნდა?
ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკს დაუბრუნდა?
© AFP via Getty Images

პოპულარული მომღერალი, რომელმაც 15 აპრილს ბეისბოლისტ ალექს როდრიგესთან დაშორების შესახებ განაცხადა, სავარაუდოდ, ძველ სასიყვარულო ურთიერთობებს დაუბრუნდა. ამერიკული მედიის ცნობით, პოპ დივამ ყოფილ საქმროსთან, ბენ აფლექთან განაახლა კონტაქტი.

მედია წერს, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლექი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წყვილი იყო. 2002 წელს მათ ნიშნობაც კი ჰქონდათ, თუმცა ქორწილამდე საქმე არ მისულა.

ტაბლოიდები წერენ, რომ ბოლო დროს ჯენიფერი ბენთან დიდ დროს ატარებს. ბოლო კვირების განმავლობაში მსახიობი ყოფილი შეყვარებულის სახლთან რამდენჯერმე შენიშნეს. ხშირად სტუმრობს ბენის სახლს თავად ჯენიფერიც.

"ისინი ყოველთვის იყვნენ მეგობრები და ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს", - ამბობენ ინსაიდერები.

ამასთან, მედია წერს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ლოპესი ყოფილ შეყვარებულთან, ალექს როდრიგესთან ვახშმობდა. ბეისბოლისტის მეგობრების თქმით, ის ადვილად დანებებას არ აპირებს და მომღერლის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system